воскресенье, 11 октября 2009 г.

დაბინძურებული გარემო

1. პროექტის სახელი: დაბინძურებული გარემო
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს თუ რა შეიძლება იყოს გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზები. შემდეგ მოვახდენთ ინფორმაციის გაცვლას და შეჯერებას. დავსახავთ მიზნებს თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ გარემოს დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ინტერნეტის საშუალებით მოძებნონ ინფორმაციები თუ რა საფრთხეს უქმნის გარემოს სხვადასხვა გამონაბოლქვები, კერძოდ: დიდი ქალაქების ქარხნები, ავტომობილები, თამბაქო, რეზინის საბურავების წვის დროს გამოყოფილი მომწამვლელი ნივტიერებები და სხვა. (შესრულების ვადა-2 კვირა). მოვაწყობთ ექსკურსიებს სხვადასხვა ქარხნებში და მოვიძიებთ მასალებს თუ რა სახის ნივთიერებებს ამუშავებენ. შესაბამისად შევისწავლით ახდენს თუ არა გავლენას გარემოზე გამონაბოლქვი აირები. (შესრულების ვადა-1 თვე). მოპოვებულ მასალებს შევაჯერებთ და მოვახდენთ ინფორმაციის გაცვლას სხვა სკოლის მოსწავლეებთან.(შესრულების ვადა 1- თვე). საერთო აზრის გამოტანის შემდეგ ვიმსჯელებთ გარემოს დაცვის შესაძლო ხერხებზე, რომელსაც განვახორციელებთ სკოლის ეზოებში ნაძვების დარგვის სახით. ( შესღულების ვადა-2 კვირა)
4. მონაწილეთა ასაკი: 14-15
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 ტრიმესტრი. (II ტრიმესტრი).
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მსჯელობა და შეჯერება მოპოვებული ინფორმაციების, ისტ ( შევამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, დავათვალიერებთ და დავამატებთ ექსკურსიის სურათებს პორტფელიოს).
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიაზრებენ თუ რა შეიძლება მოყვეს მათ მიერ გაუაზრებელ ქმედებებს. პროდუქტად გამოვიყენებთ ნერგებს და შევქმნით მწვანე გარემოს.
8.სარგებელი სხვებისთვის: სუფთა გარემო.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 149-ე და 12-ე საჯარო სკოლები.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია ბიოლოგია, ეკოლოგია, ისტ.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ბორცვაძე.
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ninosinbox@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: მსურველები დაგვიკავშირდებიან ბლოგზე.
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ninoborcvadze.blogspot.com